Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უახლესი ინფორმაცია პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის მდგომარეობის შესახებ
ambebi.ge
12 January 2017, 13:20
პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მათმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანი პალატაშია გადაყვანილი. ამასთან, ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, იმის შესახებ ინფორმაციას, თუ რა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მდგომარეობაში შეიყვანეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის ნებართვის გარეშე ვერ გასცემს.

რაც შეეხება კითხვას, იმყოფებოდნენ თუ არა მინდია გოგოჭურთან სამართალდამცავები, ექიმის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ დრომდე არ ყოფილან, თუმცა "გოგოჭური და მისი მეგობარი სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია".

წუხელ, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი დაჭრეს. ამის შესახებ Ambebi.ge-ს მინდია გოგოჭურის ახლობელმა განუცხადა. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი